ნატოს სამხედრო დაგეგმვის სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს სამხედრო დაგეგმვის სისტემა – განსაზღვრული სამუშაო მეთოდების ერთობლიობა, რომელთა საშუალებით ხორციელდება ნატოს ცალკეული ქვეყნების სამხედრო დაგეგმვის პროცესების ჰარმონიზაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: შეიარაღება, სამოქალაქო-საგანგებო დაგეგმვა, კონსულტაციები, მართვა და კონტროლი, ჯარები, ლოგისტიკა, ბირთვული შეიარაღება და რესურსები. ნატოს სავარაუდო სამხედრო მოთხოვნების მთელი კომპლექსის დასაკმაყოფილებლად საჭიროა თავდაცვითი რესურსების ეფექტური გამოყენება. ჰარმონიზაცია წარმოებს ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის საერთო მოთხოვნების გათვალისწინებით ერთიანი, თანამიმდევრული და კოორდინირებული პროცესის ფარგლებში. ეს პროცესი საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს ისარგებლონ კოლექტიური თავდაცვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სამხედრო და რესურსული უპირატესობით, სამხედრო მოღვაწეობის სხვა სახეებით უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, სამხედრო პოლიტიკის რენაციონალიზაციის თავიდან ასაცილებლად. ნატოს სამხედრო დაგეგმვის სისტემა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს აბსოლუტური სუვერენიტეტის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები