ნორმალური წარმოებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Normaluri warmoebuli.PNG

ნორმალური წარმოებულიწარმოებული სივრცეში (ან სიბრტყეზე) მოცემული ფუნქციისა რომელიმე ზედაპირის ნორმალის გასწვრივ (შესაბამისად იმავე სიბრტყეში მოთავსებული წირის ნორმალის გასწვრივ).

ვთქვათ S ზედაპირია, P არის S-ის წერტილი, ხოლო f ფუნქცია განსაზღვრულია წერტილის რაიმე მიდამოში. მაშინ f -ის ნორმალური წარმოებული P წერტილში არის f(A) – f(P) -სა (სადაც A არის S ზედაპირის P წერტილზე გავლებული ნორმალის წერტილი, რომელიც მიისწრაფვის P -კენ S-ის ერთი მხრიდან) და A-დან P-მდე მანძილის ფარდობის ზღვარი.

იმის მიხედვით, თუ რომელი მხრიდან მიისწრაფვის A წერტილი P -კენ, ანსხვავებენ f-ის წარმოებულს შიგა და გარე ნორმალის მიხედვით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები