ფარდობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარდობა

1. ორი a და b რიცხვის ფარდობა – პირველი რიცხვის მეორეზე გაყოფით მიღებული წილადი a:b (ანუ a/b);


2. ორი ერთგვაროვანი სკალარული სიდიდის ფარდობა – მათი რიცხვითი მნიშვნელობების (რიცხვითი ზომების) ფარდობა. მაგალითად, ორი მონაკვეთის შეფარდებას უწოდებენ მათი სიგრძეების შეფარდებას, ორი კუთხის შეფარდებას უწოდებენ ამ კუთხეთა სიდიდეების შეფარდებას.


3. მარტივი ფარდობა – λ რიცხვი, რომელიც ახასიათებს წრფეზე სამი წერტილის მდებარეობას, სახელდობრ, λ=M1M : MM2, სადაც M წერტილი M1 M2 მონაკვეთს ჰყოფს λ ფარდობით.


4. რთული ფარდობა – რიცხვი, რომელიც ახასიათებს წრფეზე ოთხი წერტილის მდებარეობას აღინიშნება (M1 M2 M3 M4) სიმბოლოთი და ტოლია ფარდობისა:

Fardoba001.png


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები