ორბელი ლიპარიტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლიპარიტ ორბელი''' - ამირახორი 1160-იან წწ-ში; ქართლის ერისთავი 1...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიპარიტ ორბელი“ გადაიტანა გვერდზე „ორბელი ლიპარიტ“)

13:46, 5 ივნისი 2017-ის ვერსია

ლიპარიტ ორბელი - ამირახორი 1160-იან წწ-ში; ქართლის ერისთავი 1170-იან - 1177/1178 წწ-ში. მანდატურთუხუცეს და ამირსპასალარ სუმბატ ორბელის ძე, ძმა მანდატურთუხუცეს და ამირსპასალარ ივანე (II) ორბელისა. გიორგი III-ის თანამებრძოლი. სამეფო კარზე მას ჯერ ამირახორის სახელო მიუღია, შემდგომ - ქართლის ერისთავის. სწორედ ამ თანამდებობით იხსენიება იგი ორბელთა აჯანყების დროს (1177/1178). აჯანყებულთათვის დამხმარე ძალის მოსაძიებლად ლიპარიტ ორბელი მეჯინიბეთუხუცეს ქავთარ ორბელთან ერთად „სპარსეთს“ გაქცეულა, მაგრამ ორბელთა ამბოხის სასტიკად ჩახშობის გამო უკან აღარ დაბრუნებულა. სტეფანოზ ორბელიანი მას სპარსეთში გადახვეწილთა შორის იხსენიებს



წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები