რაზმაძე სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 8 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაზმაძე სოლომონ − (1797−1860), რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი პოეტი. 1810 წელს მშობლებთან ერთად გადასახლდა პეტერბურგში. 1832 წლის თებერვლამდე, სოლომონ რაზმაძე თეიმურაზ ბატონიშვილის მზრუნველობითა და მეთვალყურეობით იღებდა განათლებას (სწავლობდა ლიცეუმში). პოეტს საფუძვლიანად შეუსწავლია რუსული და ფრანგული ენები. იგი ლიტერატურულ საქმიანობაში ეხმარებოდა თეიმურაზ ბატონიშვილს და ასრულებდა მისი მდივნის მოვალეობას. 1832 წლის თებერვალში პეტერბურგიდან გამოსული რაზმაძე მოსკოვისა და თბილისის გავლით სპარსეთს გაემგზავრა, თუმცა თბილისში გავლისას აქტიურად ჩაება 1832 წლის შეთქმულების მომზადებასა და მსვლელობაში. ამ შეთქმულების დამარცხების შემდეგ იგი გადაასახლეს პენზაში, სადაც სხვადასხვა ჩინოვნიკურ თანამდებობაზე მსახურობდა და გარდაიცვალა იქვე. სოლომონ რაზმაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი დაკარგულია. პირველი პერიოდის ლექსები, საფიქრებელია, რომ, სიფრთხილის გამო, თვითონვე მოსპო, გადასახლებაში დაწერილი ლექსები და პოეტის სხვა ლიტერატურული მასალა კი დაიკარგა მისი შვილის, ალექსანდრე რაზმაძის არქივთან ერთად.


ვარდი
მოაელვარებს ბუნებას მზე რა,
მაშინ მიამის მე შენი მზერა,
იადონისა, ჰოი მიჯნურო,
შენს სიახლოვეს სხვა რა ვისურვო.
მომენიავა სიო ცხოველი,
მან განმიოტა ურვა ყოველი,
მაპკურა გულსა სიამის ნამი
და გადამბანა კაეშნის ლამი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები