რაქშასები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:34, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაქშასები(ინდ.) კაციჭამია დემონური არსებანი, ასურების, ღმერთებისა და ადამიანების მტრები; ცალთვალანი, სამთავიანები, რქადასხმულნი ღამით ედევნებიან ადამიანებს და აშინებენ, დღისით მსხვერპლშეწირვაში უშლიან ხელს; ხანდახან სასტიკ ცხოველებად და ფრთოსნებად ეცხადებიან. ბრაჰმამ ისინი პირველქმნილი წყლების მცველებად დააყენა და საცხოვრებლად კუნძული ლანკა მისცა, სადაც მათ ღვთაებრივმა ხუროთმოძღვარმა ვიშვაკარმანმა ოქროსგალავნიანი ქალაქი აუშენა. სწორედ აქედან ესხმოდნენ თავს ისინი ასურებს, ღმერთებს და ადამიანებს, ვიდრე გარუდაზე ამხედრებულმა ვიშნუმ არ განდევნა ისინი ქალაქიდან და ქვესკნელში არ ჩაყარა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები