რეჟიმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:44, 28 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეჟიმი (ფრ. regime)
- სახელმწიფო წყობილება, მმართველობის წესი.
- ცხოვრების, შრომის, დასვენების, კვების და სხვა მტკიცედ დადგენილი წესი, განაწესი.
- რაიმე სამუშაოს, მოქმედების, არსებობის პირობები. მაგალითად, მანქანის მუშაობის რეჟიმი, მდინარის რეჟიმი-პირობები, რომლებიც განსაზღვრავს წყლის დინების ცვალებადობას მრავალი წლის, სეზონისა თუ დღე-ღამის განმავლობაში.
- რაიმე მიზნისათვის საჭირო წესთა, ღონისძიებათა სისტემა. მაგალითად, ეკონომიკის რეჟიმი.