რუსეთის დროებითი მთავრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის დროებითი მთავრობა - რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო. 2 (15) მარტი - 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი) 1917 წელი).

1917 წლის 2 (15) მარტს რუსეთის მეფის ნიკოლოზ მეორის ტახტიდან გადადგომის შემდეგ, თებერვლის რევოლუციის დღეებში შექმნილმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დროებითმა კომიტეტმა პეტროგრადის საბჭოს დროებით აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობა თავად ლვოვის თაოსნობით.

1917 წლის 2 მარტიდან 25 ოქტომბრამდე დროებითი მთავრობის შემასდგენლობა 4-ჯერ შეიცვალა.

სარჩევი

დროებითი მთავრობის პირველი შეემადგენლობა (2 მარტი-2-3 მაისი)

  • გ.ე. ლვოვი - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი - (უპარტიო)
  • მ.ი. ტერეშენკო - ფინანსთ მინისტრი (უპარტიო)
  • პ.ნ. მილიუტკოვი - საგარეო საქმეთა მინისტრი (კადეტი)
  • ნ.ვ. ნეკრასოვი - რკინიგზისა და ფოსტის მინისტრი (კადეტი)
  • ა.ა. მანუილოვი - განათლების მინისტრი (კადეტი)
  • ა.ი. შინგარევი - მიწათმოქმედების მინისტრი (კადეტი)
  • ა.ი. გუჩკოვი - სამხედრო მინისტრი (ოქტომბრელი)
  • ი.ვ. გოდნევი - სახელმწიფო კონტროლიორი (ოქტომბრელი)
  • ა.ი. კონოვალოვი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი (პროგრესისტი)
  • ვ.ნ. ლვოვი - სინოდის ობერ-პროკურორი (ცენტრისტი)
  • ა.ფ. კერენსკი - იუსტიციის მინისტრი (ტრუდოვიკი, მარტიდან ესერი)
  • ფ.ი. როდიჩევი - ფინეთის საქმეთა მინისტრი

პირველი კოალიციური მთავრობა

დროებითი მთავრობის პოლიტიკამ გამოიწვია აპრილის კრიზისი და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება 5 (18) მაისი.

  • გ.ე. ლვოვი - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი - (უპარტიო)
  • ა.ფ. კერენსკი - სამხედრო და საზღვაო მინისტრი (ესერი)
  • პ.ნ. პერევერზევი - იუსტიციის მინისტრი (ტრუდოვიკი)
  • მ.ი. ტერეშჩენკო -საგარეო საქმეთ მინისტრი (უპარტიო)
  • ნ.ვ. ნეკრასოვი - გზათა მინისტრი (კადეტი)
  • ა.ი. კონოვალოვი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი (პროგრესისტი)
  • ა.ა. მანუილოვი - სახალხო განათლების მინისტრი (კადეტი)
  • ა.ი. შინგარევი - ფინანსთ მინისტრი (კადეტი)
  • ვ.მ. ჩერნოვი - მიწათმოქმედების მინისტრი (ესერი)
  • ნ.გ. წერეთელი - ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრი (მენშევიკი)
  • მ.ი. სკობელევი - შრომის მინისტრი (მენშევიკი)
  • ა.ვ. პეშეხოდოვი - კვების მრეწველობის მინისტრი (სახალხო სოციალისტი)
  • ნ. შხოვსკი - სახელმწიფო მფარველობის მინისტრი (კადეტი)
  • ვ.ნ. ლვოვი - სინოდის ობერ-პროკურორი (ცენტრისტი)
  • ი.ვ. გოდნევი - სახელმწიფო კონტროლიორი (ოქტომბრელი)

მეორე კოალიციური მთავრობა

2 (15) ივლისს კადეტი მინისტრები შინგარევი, მანუილოვი და შახოვსკი თანამდებობიდან გადადგნენ. 7 (20) ივლისს თანამდებობა დატოვა გ.ე. ლვოვმა. მინისტრთა საბჭოს თვმჯდომარედ დაინიშნა ა.ფ. კერენსკი. მენშევიკებმა კერენსკის კაბინეტი „რევოლუციის გადარჩენის ხელისუფლებად“ გამოაცხადეს.

1917 წლის 24 ივლისს (6 აგვისტო) ჩამოყალიბდა მეორე კოალიციური მთავრობა, რომელსაც კერენსკი ხელმძღვანელობდა.

  • ა.ფ. კერენსკი - მინისტრთ საბჭოს თავმჯდომარე და სამხედრო და საზღვაო მინისტრი
  • ნ.ვ. ნეკრასოვი - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ფინანსთა მინისტრი (რადიკალ-დემოკრატიული პარტია)
  • ნ.დ. ავკსენტიევი - შინაგან საქმეთა მინისტრი (ესერი)
  • მ.ი. ტერეშჩენკო - საგარეო საქმეთ მინისტრი (უპარტიო)
  • ა.ს. ზარუდნი - იუსტიციის მინისტრი (სახალხო სოციალისტი)
  • ს.ფ. ოლდენბურგი- განათლების მინისტრი (კადეტი)
  • ს.ფ. პროკოპოვიჩი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი (სოციალ-დემოკრატი)
  • ბ.ჩ. ჩერნოვი - მიწათმოქმედების მინისტრი (ესერი)
  • ა.მ. ნიკიტინი - ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრი (მენშევიკი)
  • მ.ი. სკობელევი - შრომის მინისტრი
  • ა.ვ. პეშეხონოვი - კვების მრეწველობის მინისტრი
  • ი.ნ. ეფრემოვი - სახელმწიფო მფარველობის მინისტრი (რადიკალურ-დემოკრატიული პარტია)
  • პ.პ. იურენევი - გზათა მინისტრი (კადეტი)
  • ა.ვ. კარტაშევი - სინოდის ობერ-პროკურორი (კადეტი)
  • ფ.ფ. კოკოშკინი - სახელმწიფო კონტროლიორი (კადეტი)

მესამე კოალიციური მთავრობა

25 სექტემბერს (8 ოქტომბერი) ჩამოყალიბდა მესამე კოალიციური მთავრობა.

  • ა.ფ. კერენსკი - მინისტრთ საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი მთავარსარდალი
  • ა.ი. კონოვალოვი - მინისტრტა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი (კადეტი)
  • მ.ი. ტერეშჩენკო - საგარეო საქმეთა მინისტრი (უპარტიო)
  • ა.ი. ვერხოვსკი - სამხედრო მინისტრი (უპარტიო)
  • დ.ნ. ბერდერევსკი - საზღვაო მინისტრი (უპარტიო)
  • კ.ა. გვოზდევი - შრომის მინისტრი (მენშევიკი)
  • პ.ნ. მალიატოვიჩი - იუსტიციის მინისტრი (მენშევიკი)
  • ს.ნ. პროკოპოვიჩი - კვების მრეწველობის მინისტრი
  • მ.ვ. ბერნაცკი - ფინანსთა მინისტრი
  • ს.ს. სალაზკინი - განათლების მინისტრი
  • ნ.მ. კიშკინი - სახელმწიფო მფარველობის მინისტრი (კადეტი)
  • ა.მ. ნიკიტინი - ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრი (მენშევიკი)
  • ს.ა. სმირნოვი - სახელმწიფო კონტროლიორი (კადეტი)
  • ა.ვ. კარტაშევი - რელიგიის/აღმსარებლობის მინისტრი
  • ა.ვ. ლივეროვსკი - გზათა მინისტრი
  • ს.ნ. ტრეტიაკოვი - ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე

3 (16) ოქტომბერს მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა ს.ლ. მასლოვი

დროებითი მთვრობის დამხობა

1917 წლის ოქტომბერში ბოლშევიკების პარტიამ, ლენინის მეთაურობით, ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. 26 ოქტომბრის (8) ნოემბერის ღამეს შეიარაღებული აჯანყების დროს 2 საათსა და 10 წუთზე ზამთრის სასახლეში დააპატიმრეს დროებითი მთავრობის წევრები. დედაქალაქის დატოვება შეძლო მხოლოდ კერენსკიმ.

25 ოქტომბერს ჩატარდა სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოების ყრილობა, რომელმაც ხელში აიღო ხლისუფლების სადავეები და ვ.ი. ლენინის ხელმძღვანელობით შექმნა პირველი საბჭოთა მთავრობა.


იხილეთ აგრეთვე

დროებითი მთავრობის მოწოდება


წყარო

  • Документы об отричении императора николая II
  • Документы XX века
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები