საგზაო უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საგზაო უზრუნველყოფა – სამხედრო-საავტომობილო გზების მომზადებისა და ექსპლუატაციის ღონისძიებების კომპლექსი; სატრანსპორტო უზრუნველყოფის ერთ-ერთი ელემენტი. საგზაო უზრუნველყოფა მოიცავს: საგზაო დაზვერვის წარმოებას, სამხედრო-საავტომობილო გზების და მათზე არსებული ხიდების აღდგენას, მშენებლობას, რემონტს, მოვლა-შენახვას და ტექნიკურ დაფარვას.