საერთაშორისო ტერორიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:57, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერორისტული აქტი ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერი

საერთაშორისო ტერორიზმი (ლათინური Terror – შიში) – ორგანიზებული ძალადობა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სამართლის დაცვის ქვეშ მყოფი ცალკეული პირების, ობიექტების ან სახელმწიფოების წინააღმდეგ. როგორც წესი, მიმართავენ ექსტრემისტული ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებით, რათა ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო საქმიანობის სხვადასხვა სუბიექტზე, უწინარეს ყოვლისა – ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელისუფლებაზე. ზოგჯერ საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს სჩადიან ან ამ აქტებში მონაწილეობენ (ექსტრემისტების წაქეზების ან ხელის დაფარების გზით) ცალკეული სახელმწიფოები.

საერთაშორისო ტერორიზმის ფორმებია:

  • პოლიტიკური მკვლელობები,
  • დიპლომატიური წარმომადგენლობის და სხვა ობიექტების აფეთქებები,
  • მძევლების აყვანა,
  • სატრანსპორტო სისტემების დაზიანება,
  • საჰაერო და საზღვაო ხომალდების გატაცება და სხვა.

საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით გაეროს ფარგლებში მიღებულია რეზოლუციები და კონვენციები. მასთან ბრძოლა ხორციელდება რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზეც (ნატო, ეუთო, ევროკავშირი, ინტერპოლი) XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტერორიზმის აქტებად შეიძლება ჩაითვალოს 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკში ალქაიდას მიერ განხორციელებული აფეთქებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები