საზღვაო არტილერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
   
 
   
[[კატეგორია:საარტილერიო იარაღი]]
+
[[კატეგორია:არტილერია]]
[[კატეგორია:ცეცხლსასროლი იარაღები]]
+
[[კატეგორია:შეიარაღება]]

მიმდინარე ცვლილება 16:14, 15 ივნისი 2018 მდგომარეობით

საზღვაო არტილერია – ხომალდების შეიარაღებაში არსებული არტილერიის (სახომალდო არტილერია), აგრეთვე სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარებისა და ფლოტის სანაპირო თავდაცვის ჯარების (სანაპირო არტილერია) არტილერიის სახეობა.

[რედაქტირება] სახომალდო არტილერია

განკუთვნილია საზღვაო, სანაპირო და საჰაერო მიზნების დასაზიანებლად. იყოფა მსხვილი (მთავარი, 130 მმ-ზე მეტი), საშუალო (80–130 მმ) და მცირე კალიბრის (20–57 მმ) არტილერიად; შეიძლება იყოს საკოშკურო და საგემბანო (ღია და დაფარული). 50-იანი წლებიდან, ხომალდების შეიარაღებაში სარაკეტო იარაღის დამკვიდრების შემდეგ, მსხვილი კალიბრის არტილერიის როლი შემცირდა, ძირითადი ყურადღება ეთმობა უნივერსალურ არტილერიას. თანამედროვე ხომალდებზე არტილერია წარმოადგენს ბატარეებისაგან (მთავარი კალიბრის, უნივერსალური, საზენიტო) შემდგარ რთულ საარტილერიო კომპლექსს, რომელიც ჩამოყალიბებულია დივიზიონებად (I რანგის ხომალდებზე) ან შედის სარაკეტო-საარტილერიო (საარტილერიო) საბრძოლო ნაწილის შემადგენლობაში; მოიცავს აგრეთვე ცეცხლის მართვის ხელსაწყოებსა და საბრძოლო მასალებს. ბატარეა შედგება 2–4 საარტილერიო (ავტომატური და ნახევრად ავტომატური) დანადგარისაგან.

[რედაქტირება] სანაპირო არტილერია

განკუთვნილია მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდებთან და გემებთან ბრძოლისათვის დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში. იყოფა მსხვილ (130 მმ-ზე მეტი), საშუალო (100–130 მმ) და მცირე (100 მმ-მდე) კალიბრის არტილერიად; შეიძლება იყოს სტაციონარული (საკაზემატო, საკოშკურო და ღია) და მოძრავი (თვითმავალი და ბუქსირებადი). გაერთიანებულია საარტილერიო ბატარეებში, დივიზიონებსა და პოლკებში. სანაპირო არტილერიის შემადგენლობაში შედის აგრეთვე სამეთაურო პუნქტები, ცეცხლის მართვის, მიზნების აღმოჩენის, თანხლებისა და სროლისათვის საწყისი მონაცემების შემუშავების საშუალებები.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები