სამეთაურო-საშტაბო სწავლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამეთაურო-საშტაბო სწავლება''' – სარდლების (მეთაურების), შტაბ...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო სწავლებები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო სწავლებები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო საქმე‏]]
 
[[კატეგორია:სამხედრო საქმე‏]]

17:00, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია

სამეთაურო-საშტაბო სწავლება – სარდლების (მეთაურების), შტაბების, ჯარების (ძალების) გვარეობების, სპეციალური ჯარებისა და სამსახურების უფროსების ერთობლივი წვრთნის ფორმა ჯარების (ძალების) მართვისთვის. სწავლების მონაწილეები კონკრეტული ცვალებადი ვითარების პირობებში ასრულებენ ჯარების მართვის ფუნქციური მოვალეობების მთელ კომპლექსს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება, როგორც წესი, ეწყობა ადგილზე (ზოგჯერ რუკებზე) ნაწილების, შენაერთების, გაერთიანებების მმართველობებთან, შეიარაღებული ძალების სახეობების მთავარ შტაბებთან, ლოგისტიკის და სამოქალაქო თავდაცვის შტაბებთან, უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების პედაგოგებთან და მსმენელებთან. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ტარდება თემებზე, რომლებიც მოიცავენ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მომზადებისა და წარმოების, მათი ყოველმხრივი უზრუნველყოფის საკითხებს, ჯარების (ძალების) მართვის სხვა საკითხებს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება შეიძლება მოეწყოს, როგორც ერთმხრივი ან ორმხრივი, ისე ერთდონიანი და მრავალდონიანი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები