სამკადრეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:42, 2 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამკადრეო − ან საკადრისი, სუფთა ხელსახოცი, რომელსაც გადაიფენდა ხოლმე მკადრე ხელზე, რათა ზედ ღვთისშვილი მტრედის ან ჯვარის სახით დამჯდარიყო. საკადრისი იმიტომ ეწოდება, რომ მასზე დაჯდომას კადრულობს ჯვარი. მკადრე იგრძნობს ჯვარის მოახლოებას, გაამზადებს საკადრისს, ხელზე გადაიფენს და, როცა ჯვარი დაჯდება მასზე, ყურს მისკენ მიაპყრობს, რათა მოისმინოს მისი ნაუბარი.

საკადრისებს ჯვარის ტერიტორიაზე მდგარ ხეებზე ვნახავთ: მლოცველები მათ სწირავენ ჯვარს სამადლობელოდ, აღთქმის დადების ნიშნად, ან რაღაც სათხოვარისთვის. საკადრისებისგან შედგება დროშაც, რომლებიც ასევე შემოწირულობებია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები