ღვთისშვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვთისშვილიმორიგე ღმერთის გაჩენილ და ადამიანთა სახსნელად დედამიწაზე გამოგზავნილ ანგელოზურ არსებათა საერთო სახელი, სხვანაირად ჯვარი, ანგელოზი, ღვთისნაბადები, ღვთისნასახი.

ფშაველ-ხევსურთა თქმულებით, ზოგი ღვთისშვილი „ნახორცივლარია“ ანუ თავიდან (დაბადებით) ხორციელი ადამიანი იყო და მერე გადაიქცა უსხეულო არსებად – ღვთისშვილად და ჯვარად (მაგ., წმ. გიორგი). ზოგნი თავიდანვე სულიერი არსებანი იყვნენ (მაგ., მიქიელ მთავარანგელოზი), ოღონდ მორიგე ღმერთმა ისინი ხორციელად ჩამოაგზავნა დედამიწაზე ადამიანთა საშველად, დევთა ძალმომრეობისგან მათ გასათავისუფლებლად. ეს უკანასკნელნი „ცით სვეტად ჩამოსულნი“ არიან. როგორც პირველნი, ისე მეორენი დევთა წინააღმდეგ მებრძოლნი არიან. დევთა დამარცხების შემდეგ პირველნი წმიდანებად გადაიქცნენ, მეორენი თავიანთ უსხეულო ბუნებას დაუბრუნდნენ. ერთნიც და მეორენიც უხილავად განაგრძობენ ადამიანთა დაცვას ბოროტი არსებებისგან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები