სამხედრო ექსპანსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:34, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო ექსპანსია (ლათინური expansion – გაფართოება) – შეიარაღებული გზით უცხო ტერიტორიების დაპყრობა, სხვა ხალხის დაკაბალება, მიწა-წყლის ანექსია საკუთრი სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობის განმტკიცების, გავლენის სფეროების გაფართოების მიზნით. დამახასიათებელია ყველა ისტორიული ეპოქისათვის. სამხედრო ექსპანსიის პოლიტიკა ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.