საოკეანო სტრატეგიული რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 22 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საოკეანო სტრატეგიული რაიონი – მსოფლიო ოკეანის აკვატორიის გეოგრაფიულად განცალკევებული ნაწილი კუნძულებით, მიმდებარე ზღვებით, ოკეანისპირა ხმელეთის ზოლით და საჰაერო სივრცით პირობითად დადგენილ საზღვრებში. აქ ვლინდება ან შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს.

საოკეანო სტრატეგიული რაიონი ფრაგმენტია მსოფლიო ოკეანის ზედაპირის თანამედროვე გეოსტრატეგიული დაყოფისა იმ საზღვრებში, რომლებსაც აწესებს სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდობიანიობის დროისთვის.

საოკეანო სტრატეგიული რაიონი იყოფა საოკეანო და საზღვაო ზონებად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები