სასურსათო უზრუნველყოფა – ზოგიერთი ქვეყნის არმიაში სასურსათო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების კომპლექსი,
რომელიც უზრუნველყოფს ჯარებს (ძალებს) სურსათით, ფურაჟით, სასურსათო სამსახურის ტექნიკით და ქონებით. ასევე – დაწესებული ნორმებით პირადი შემადგენლობის კვების ორგანიზაციას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი