სიგნალების საერთაშორისო კრებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიგნალების საერთაშორისო კრებული - სიგნალების კრებული, რომელიც შეიცავს საზღვაო პრაქტიკაში გამოსაყენებელი ცალკეული სიტყვების და წინადადებების ნუსხას. მას იყენებენ ხომალდებს (გემებს) შორის და სხვადასხვა სახელმწიფოს სანაპირო-სასიგნალო სადგურებიდან მოლაპარაკების დროს.

გამოიყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში, რომლებიც უკავშირდება ნაოსნობის უსაფრთხოებას, დახმარების გაწევას, ადამიანების გადარჩენას და ენობრივი ბარიერების დაძლევას.

სიგნალების საერთაშორისო კრებული უნივერსალური ხასიათისაა. იგი საშუალებას იძლევა საუბარი წარმოებდეს დროშების, სემაფორის, პროჟექტორის, რადიო-ტელეგრაფის და სხვა საშუალებების გამოყენებით.

პირველი სიგნალების საერთაშორისო კრებული შეადგინეს 1855 წელს, შემდეგ არაერთგზის გადამუშავდა და მოწონებულია სპეციალურ საერთაშორისო კონფერენციებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები