სიმურღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:10, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სიმურღი – (ირან.) არწივის მსგავსი ბუმბერაზი ფრინველი, რომელიც ითავსებს თავის თავში სიკეთისა და ბოროტების საწყისებს. მფარველობს როგორც კეთილ, ისე ბოროტ გმირებს. მან უდაბნოში იპოვა და თავის ბუდეში გამოზარდა განთქმული ირანელი გმირი ზაალი. სიმურღი ჩამოგავს შუამდინარული მითოლოგიის ფრთოსანს – ანზუდს, ასევე ქართული ხალხური ზღაპრების ფასკუნჯს.