ტროპარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:38, 21 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტროპარი - ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში სხვადასხვა დანიშნულების მოკლე საგალობლები. ქართულ ღვთისმსახურებაში შეესატყვისება „დასდებელი“. ტერმინი „ტროპარი“ მე-18 საუკუნიდან დამკვიდრდა რუსულ საღვთისმსახურო წიგნების თარგმანების გავლენით. „ტროპარი“ წმინდანთა სახელობის ლოცვაა (კონდაკთან ერთად) ამა თუ იმ წმინდანის მეოხების თხოვნით, ასახავს წმინდანის ცხოვრების ან დღესასწაულის არსს.
წყარო
- მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ.,2004