დასდებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასდებელი (ტროპარი, მუხლი) – ჰიმნოგრაფიული ტერმინი. საგალობელთა ჯგუფში პირველი არის ძლისპირი, კილოსა და საზომის მიმცემი, დანარჩენები – დასდებელნი. თავდაპირველი საფეხური ქართული ლიტურგიკისა ფსალმუნური იყო. შემდგომ იწყეს ფსალმუნთათვის სხვადასხვა საგალობელთა მიმატება-მიდება (აქედან — ტერმინი „დასდებელი“). VII საუკუნემდე, როცა ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინოლოგია ღარიბი იყო, „დასდებელი“ სხვადასხვა ლიტურგიული ცნების გამოსახატავად იხმარებოდა.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები