ტყვიისმიერი ენცეფალოპათია
(ახალი გვერდი: '''ტყვიისმიერი ენცეფალოპათია''' - (lead encephalopathy), ტყვიით მოწამვლით გა...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ტყვიით მოწამვლა]] | [[კატეგორია:ტყვიით მოწამვლა]] | ||
+ | [[კატეგორია:ენცეფალოპათია]] |
15:17, 2 აგვისტო 2018-ის ვერსია
ტყვიისმიერი ენცეფალოპათია - (lead encephalopathy), ტყვიით მოწამვლით გამოწვეული ტვინის სერიოზული დაზიანება. მწვავე სტადიაში წარმოდგენილია დელირიუმით, კრუნჩხვებით, მენინგიზმით, ჰიპერტენზიითა და ქალასშიდა წნევის მომატების ნიშნებით; ტვინის კომპრესიის შედეგად, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა კომა ან სიკვდილი გამოიწვიოს.
ქრონიკული ფორმის – კლინიკურ სურათში დომინირებს სისუსტე, მდგრადი თავის ტკივილები, ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დარღვევები, დეპრესია, გარდამავალი აფაზია, სმენისა და მხედველობის დარღვევები, სმენითი და მხედველობითი იზოლირებული ჰალუცინაციები.
რეზიდუალურ დარღვევებში შედის: კოგნიტიური დარღვევები, ეპილეფსია, სიბრმავე; ბავშვებში – გონებრივი ჩამორჩენილობა და ცერებრალური დამბლა. მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციის გარდა, ცნობილია, რომ განვითარების პრენატალურ ეტაპსა და ბავშვთა ასაკში ტყვიის მცირე დოზების ექსპოზიცია სუბკლინიკურ ნეიროქცევით ცვლილებებს იწვევს, რაც IQ-ს შემცირებით, ნევროლოგიური მიკროსიმპტომატიკით, სპეციფიკური სასკოლო უნარ-ჩვევების დარღვევითა და ქცევითი აშლილობებით ვლინდება.