უზნაძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/1593/ დიმიტრი უზნაძე]
 
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/1593/ დიმიტრი უზნაძე]
* [[დიმიტრი უზნაძე (1)]]
+
 
 
[[კატეგორია:ქართველი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოსოფოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოსოფოსები]]

11:39, 2 ივლისი 2019-ის ვერსია

დიმიტრი უზნაძე

უზნაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე - (2.XII.1886, სოფ. ქვედა საქარა, შორაპნის მაზრ. - 9.X.1950, თბილისი) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (1918) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941) ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი. პროფესორი (1918).

სარჩევი

ბიოგრაფია

1904 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1909 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია). 1913 წელს ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით. 1909-1918 წლებში მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე.

1917-1919 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1917 წელს ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი და უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. დამოუკიდებლობის პერიოდშინ ხელმძღვანელობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტს.

1935 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. დ. უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი „განწყობის თეორია”, რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად, ხოლო დ. უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. დაკრძალულია თსუ-ის პანთეონში.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

  • გ. გვახარია, დიმიტრი უზნაძე - კაცი, რომელიც სიბნელეს ებრძოდა;
  • მ. ბოჭორიშვილი, უზნაძის თეორია და პედაგოგიკა.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები