ქარის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქარის საყდარი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართვ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქარის საყდარი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართველო]]ში, შიდა [[ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], სოფელ საკორინთლოს ჩრილო-დასავლეთით, მაღალი მთის ფერდობზე. თარიღდება XVIII საუკუნით.  
+
'''ქარის საყდარი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], სოფელ საკორინთლოს ჩრილო-დასავლეთით, მაღალი მთის ფერდობზე. თარიღდება XVIII საუკუნით.  
  
 
====აღწერილობა====
 
====აღწერილობა====

17:05, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია

ქარის საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკორინთლოს ჩრილო-დასავლეთით, მაღალი მთის ფერდობზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,3X4,95 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია თლილი ქვაც, შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე – მცირე ზომის სწორკუთხა ნიშები. აფსიდის სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, დარბაზი გადახურულია რიყის ქვით ნაგები ცილინდრული კამარით. კამარის თლილი ქვის საბჯენი თაღი გრძივი კედლების შეკიდულ პილასტრებს ეყრდნობა.

ეკლესიას სამხრეთით მინაშენი (3,8X4,9 მ) აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია მინაშენიც ცილინდრული კამარითაა გადახურული, კამარა სამხრეთით კედელს ეყრდნობა, ჩრდილოეთით – სვეტზე გადასულ ორ თაღს.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები