ქაშვეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:28, 17 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაშვეთი („ქვაშვეთი“) - ეკლესია თბილისში. მის აშენებას გადმოცემა მიაწერს ერთ-ერთ ასურელ მამათაგანს, დავით გარეჯელს. წერილობით წყაროებში ქაშვეთის ეკლესია პირველად 1440 წელს შედგენილ სიგელში იხსენიება. ძველი ეკლესია შეცვალა ამილახვრების მიერ აგებულმა აგურის ეკლესიამ (XIII ს.) XIX საუკუნის მიწურულს ტაძრის მაშინდელმა წინამძღვარმა მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის სხვა მესვეურებმა ახალი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ. ბილველდმა, რომელმაც ახალი ეკლესიის ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ქაშვეთის მშენებლობაში დიდი მონაწილეობა მიიღეს ქალაქის არისტოკრატიისა და ბურჟუაზიის წარმომდგენლებმა. ქაშვეთის ეკლესია წმ. გიორგის სახელობისაა. 1947 წელს იგი მოხატა ლადო გუდიაშვილმა.


წყარო

  • საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.
  • ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები