ღაბუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღაბუში (ხევს.)ხატის მეენედ (ქადაგად) ან ხუცესად აყვანის მიზნით, ჯვარის მიერ დაჭერილ-დამიზეზებული „რჩეული“ — ფსიქონერვული ხასიათის დაავადებით დასნებოვნებული პირი (უპირატესად, მოზარდი), რომელიც, ვიდრე „ენას გამაიღებს“, ანუ ქადაგი (ხუცესი) გახდება, უღონოდაა, გული უწუხს, იტანჯება, იწყებს ღაბუშობას – არეულად ლაპარაკს; სიზმრად ხატის მორჩილია, დღისით – ეურჩება. მაგრამ „ავადმყოფობისაგან შეწუხებული ღაბუში ბოლოს ფარ-ხმალს ყრის და ღვთიშვილს მორჩილდება. ამის შემდეგ იგი „ენას გამოიტანს“ (გაქადაგდება). ავადმყოფობა სუსტდება, ახლად „დამდგარი“ ქადაგი თანდათან უკეთ შეიქმნება და დაკისრებულ მოვალეობას ჯვარის კარზე სიკვდილამდე ასრულებს“ (თ. ოჩიაური).


ლიტერატურა

  • ნ. მინდაძე. რჩეულობის ინსტიტუტი და ფსიქო-ნერვული დაავადებანი ფშავში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 146-152;
  • მისივე, ქართული ხალხური მედიცინა. თბ., 1981;
  • თ. ოჩიაური. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. თბ., 1954, გვ. 15-24.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები