ღია ნავსადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:44, 17 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღია ნავსადგური
1. უცხოური გემების და იმ სამამულო გემების შესვლისათვის თავისუფალი ნავსადგური, რომლის ბორტზეც არიან უცხოელები.
საერთაშორისო ტრადიციებისამებრ, სახელმწიფოები აქვეყნებენ თავიანთი ღია ნავსადგურების ნუსხას „ზღვაოსნის უწყებებში”. უცხოეთის სამხედრო ხომალდებს ღია ნავსადგურში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ ზღვისპირა სახელმწიფოს მიწვევა ან წინასწარი ნებართვა;
2. პორტი, რომლის აკვატორიას აქვს უშუალო კავშირი ზღვასთან და ამასთანავე მუდამ ერთნაირი წყლის დონე.