ღლონტი თევდორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევდორე ზურაბის ძე ღლონტი – (დ. აპრილის თვე, 1888).

სარჩევი

განათლება

დაამთავრა ეკონომიური განყოფილება აწ არსებულ პეტროგრადის კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტში, სადაც საგანგებოდ მუშაობდა ს. ნ. პროკოპოვისის ხელმძღვანელობით.

ბიოგრაფია

ყმაწვილობიდანვე განსაკუთრებით ეტანებოდა პოლიტიკურ ეკონომიას და ჯერ კიდევ გიმნაზიელების წრეში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის შესწავლას ჟელეზნოვის, ბოგდანოვის და ჩუპროვის საშუალებით. 1905-06 წლებში ხელმძღვანელობდა სამშობლო სოფელ ლანჩხუთში (გურია) მკითხველთა წრეებს, რომელიც დაარსდა სოც.-დემოკრატიულ ორგანიზაციის მიერ, სადაც პარტიის წევრად ირიცხებოდა. 1906 წელში ადმინისტრაციამ განდევნა სოფლიდან გაზეთებში თანამშრომლობისათვის. პირველად დაიწყო თანამშრომლობა რუსულ გაზეთებში, ქართულში კი პირველი ფელეტონი დაბეჭდა გაზ. „ელვაში“ შემდეგი სათაურით: „დამარცხდება თუ არა მოძრაობა?“. პეტროგრადში, სადაც სპეციალურად შეისწავლა კლასიკური ეკონომიური მეცნიერება გატაცებული იყო ფრ. ლისტის მოძღვრებით და ქართულ ეკონომიკის შესწავლას მიჰყო ხელი. პეტროგრადში რამდენიმე ლექცია წაიკითხა კურსებზე სოფლის ეკონომიკაზე ევროპაში. იქვე თანამშრომლობდა ჟურნალ „ეკონომისტ როსიაში“ და მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულ სტატისტიკურ გამოცემებში, რომლის საპატიო თანამშრომლად ამ ჟამადაც ითვლება.

პუბლიცისტური მოღვაწეობა

პეტროგრადიდანვე 1909 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ქართულს გაზეთებში, წერდა აკადემიურ საგნებზე და თავის მონოგრაფიებს ათავსებდა ყველა მიმართულების გაზეთ-ჟურნალში. თავის ნაშრომები დაბეჭდა „ახალ გზა“-ში, „მერცხალში“, ჟურნალ „კოპერაციაში“, „კლდე“-ში და „სახალხო ფურცელში“. 1911 წლიდან სამშობლოში დაბრუნებისას პოლიტიკურ საკითხებზე წერამ დაუკავშირა სოციალისტ-ფედერალისთა პარტიას. 1913-4 წლიდან თანამშრომლობს მხოლოდ სოც.-ფედ. პრესაში, მოწვეულია „სახალხო საქმის“ მთავარ თანამშრომლად. არის სოც.-ფედ. პარტიის მთავარ გამგეობის წევრი, თავმჯდომარეა ტფ. კოოპერატივის „მეურნესი“ და წევრია ამიერ-კავკასიის საკოპ. კავშირის ზედამხედველი საბჭოსი. მონოგრაფიებში აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმეს: თავად-აზნაურობის მიწისმფლობელობა საქართველოში; გლეხ-კაც. ბის მდგომარეობა საქ-ში, „მუშა ქალი საქართველოში“, „ქალი და კოოპერაცია“, „აგრარული საკითხი საქართველოში“, „ქართველ ერის სტატისტიკა“, „რუსული იმპერიალიზმი საქართველოში“, „ეროვნული საკითხი და სოციალდემოკრატია“, „ომი და ფედერალიზმი“, „ერობა საქართველოში“. ავტორს მრავალი წერილი აქვს ირიგაციის, მელორაციის, კრედიტის, მუნიციპალურ და სახელმწიფოებრივ საკითხების შესახებ.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები