ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Joto RvtismSoblis taZrad miyvana.jpg|thumb|250პქ|ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ფრესკა]]
 
'''ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება''' - (4  ოქტომბერი ახ. სტ.) იოაკიმესა და ანნას აღთქმა ჰქონდათ დადებული, თუ შვილი მიეცემოდათ, უფლისათვის უნდა შეეწირათ იგი. როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა გადაწყვიტეს შეესრულებინათ თავიანთი დანაპირები: უხმეს ნათესავებს, საუკეთესო შესამოსელით მორთეს მარიამი და მასთან ერთად თორმეტი მისი ასაკის გოგონა. ყველა წმიდა გალობითა და ანთებული [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებით]] ხელში მივიდა [[იერუსალიმის ტაძარი|იერუსალიმის ტაძარში]]. აქ ღმრთაებრივ ყრმას პირველმღვდელმთავარი ზაქარია გამოეგება სამღვდელოების წევრებთან ერთად. იგი ეამბორა ბავშვს და ასე დალოცა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა ღმერთმა სახელი შენი! უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა [[ისრაელი|ისრაელის]] შვილები“.
 
'''ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება''' - (4  ოქტომბერი ახ. სტ.) იოაკიმესა და ანნას აღთქმა ჰქონდათ დადებული, თუ შვილი მიეცემოდათ, უფლისათვის უნდა შეეწირათ იგი. როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა გადაწყვიტეს შეესრულებინათ თავიანთი დანაპირები: უხმეს ნათესავებს, საუკეთესო შესამოსელით მორთეს მარიამი და მასთან ერთად თორმეტი მისი ასაკის გოგონა. ყველა წმიდა გალობითა და ანთებული [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებით]] ხელში მივიდა [[იერუსალიმის ტაძარი|იერუსალიმის ტაძარში]]. აქ ღმრთაებრივ ყრმას პირველმღვდელმთავარი ზაქარია გამოეგება სამღვდელოების წევრებთან ერთად. იგი ეამბორა ბავშვს და ასე დალოცა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა ღმერთმა სახელი შენი! უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა [[ისრაელი|ისრაელის]] შვილები“.
  

12:44, 19 მარტი 2018-ის ვერსია

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ფრესკა

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება - (4 ოქტომბერი ახ. სტ.) იოაკიმესა და ანნას აღთქმა ჰქონდათ დადებული, თუ შვილი მიეცემოდათ, უფლისათვის უნდა შეეწირათ იგი. როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა გადაწყვიტეს შეესრულებინათ თავიანთი დანაპირები: უხმეს ნათესავებს, საუკეთესო შესამოსელით მორთეს მარიამი და მასთან ერთად თორმეტი მისი ასაკის გოგონა. ყველა წმიდა გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში მივიდა იერუსალიმის ტაძარში. აქ ღმრთაებრივ ყრმას პირველმღვდელმთავარი ზაქარია გამოეგება სამღვდელოების წევრებთან ერთად. იგი ეამბორა ბავშვს და ასე დალოცა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა ღმერთმა სახელი შენი! უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა ისრაელის შვილები“.

პატარა მარიამმა, ზეგარდმო ძალით, სწრაფად აიარა მრავალსაფეხურიანი მაღალი კიბე და იმ წმიდათაწმიდა საკურთხეველში შევიდა, სადაც წელიწადში ერთხელ სამღვდელოთაგან მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა შესვლის უფლება. უფლის შთაგონებით მღვდელმთავარმა არ აუკრძალა ბავშვს და ყოვლადწმიდა მარიამი იქ იყო, სანამ მღვდელმთავარებმა არ დაწინდეს მართალ იოსებზე. ტაძარში მყოფნი გაოცებას ვერ ფარავდნენ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის გამო.

წმ. მამათა სწავლებით, ამ დღეს უფალმა თავის დედად ამოირჩია პატარა მარიამი.

ყოვლადწმიდა ქალწული სხვა ქალწულებთან ერთად იზრდებდა. მათ ღმრთისმოსავი მეთვალყურეები წმიდა წერილის კითხვასა და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. ლოცვისთვის კი წმ. მარიამი „წმიდათაწმიდაში“ შედიოდა, სადაც საქმის კეთება და სხვა ნივთების შეტანა არ შეეძლო. როგორც წმიდა გარდამოცემა გვცაუწყებს, მას დრო ასე ჰქონდა გადან აწილებული: დილის 6 საათიდან 9 საათამდე ლოცვად იდგა; 9 საათიდან 12 საათამდე ხელსაქმით ან წმ. წერილის კითხვით იყო დაკავებული; 12 საათიდან კვლავ ლოცვას იწყებდა და არ ამთავრებდა მანამ, სანამ უფლის ანგელოზი საჭმელს არ მოუტანდა.

წმ. ქალწულმა მოკლე დროში ისწავლა კითხვა. იგი გამოირჩეოდა მახვილგონიერებით, უყვარდა წმ. წერილის კითხვა და მასზე მსჯელობა. მისი ნიჭიერება ყველას აოცებდა. ეხერხებოდა ყველანაირი ხელსაქმე: სელისა და მატყლის დართვა, მღვდელმსახურთა შესამოსელის კერვა და ქარგვა. წმ. გიორგი ნიკომიდიელი ასე აღწერს ანგელოზთა გამოცხადებას: „ფიზიკურ ზრდასან ერთად, წმ. ქალწულში სულიწმიდის ნიჭიც იზრდებოდა. მას ხშირად ანგელოზები ეცხადებოდნენ და ეს მღვდელმთავარმა ზაქარიამაც შეიტყო: „ერთხელ „წმიდათაში“ მსახურების დროს მან იხილა, თუ როგორ გადასცა ანგელოზმა მარიამს საჭმელი. გაოცებული ზაქარია დაფიქრდა და თქვა: „ეს რა უჩვეულო და ახალი ხილვაა! როგორც ჩანს ანგელოზი ესაუბრება ქალწულს“ ...ნეტარი იერონიმე კი დასძენს: „ანგელოზები ყოველდღიურად მოდიოდნენ მასთან. თუ რაზე საუბრობდნენ ისინი ეს უწყის მხოლოდ უფალმა, წმიდა ქალწულმა, განუყრელმა მფარველმა მთავარანგელოზმა გაბრიელმა და ანგელოზებმა, რომელნიც ყოველდღიურად ესაუბრებოდნენ მას“.

საღმრთო წერილის კარგად მცოდნეს, ესაიას წინასწარმეტყველების კითხვა უყვარდა, განსაკუთრებით იმ ადგილისა, სადაც ეწერა: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და ეწოდოს სახელი მისი ემმანუელ, რაც თარგმანებით ნიშნავს, ჩვენთან არს ღმერთი“. განსაკუთრებული სიყვარულით აღივსებოდა მისი გული არა მარტო იმ ადგილის კითხვისას, სადაც საუბარი მომავალ მესიას შეეხებოდა, არამედ იმ ქალწულის მიმართ, ვინც მისი მშობელი უნდა გამხდარიყო. წინასწარმეტყველებებიდან კარგად იცოდა, რომ მესიის მოსვლის დრო მოახლოებული იყო. ფიქრობდა, რომ ეს უდიდესი ქალწული უკვე არსებობდა ამქვეყნად. ამიტომაც ხშირად ლოცვისას თვალცრემლიანი ევედრებოდა უფალს, ღირსი გამხდარიყო ეხილა დედა ღმღთისა.




წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები