ღუზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 8 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღუზა - ანკერი, სპეციალური ფორმის ნაჭედი, სხმული ან შენადუღი კონსტრუქცია, რომლის დანიშნულებაა გემის ან სხვა მცურავი ობიექტის შეკავება ზღვაში გრუნტთან ურთიერთქმედების ხარჯზე; დაკავშირებულია გემთან ღუზის ჯაჭვის საშუალებით.
ძალას, რომლითაც ღუზას შეუძლია გემის შეკავება გადაუადგილებლად და გრუნტიდან ამოუსვლელად, შემკავებელი ძალა ეწოდება.
ღუზის ეფექტურობა ფასდება შემკავებელი ძალის კოეფიციენტით – შემკავებელი ძალის შეფარდებით ღუზის წონასთან.