ყელქცეულის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 11 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყელქცეულის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყელქცეულის ქვემო უბანში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (13 X 7,6 მ), ნაგებია აგურით, გამოყენებულია რიყის ქვაც. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. კონქში რვა სარეზონატორო ქვევრია ჩატანებული. ხის კანკელზე შემორჩენილია XIX საუკუნის მხატვრობა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი, ჩრდილოეთისაში - სამი. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. დასავლეთ კედელზე მიშენებულია აგურის სამსართულიანი სამრეკლო.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები