ყუბანეიშვილი კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტე ყუბანეიშვილი

კონსტანტინე (კოტე) ყუბანეიშვილი — ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოღვაწეა თანამედროვე საქართველოში. იგი ცნობილია საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის თავისი წვლილით ხელოვნების და პოეზიის სამყაროში, ასევე სატელევიზიო და რადიოთი გამოსვლებით სოციალური არეულობის პერიოდში და არა მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს გაწევრიანებულა რომელიმე პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფკავშირებში, იგი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს თანამოქალაქეებს საზოგადოებრივ საპროტესტო მიტინგებისა და სოციალური შეკრების დროს.

კოტე, ცნობილი მხატვრის – თეიმურაზ ყუბანეიშვილის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. სახლში, რომელსაც ხშირად სტუმრბდნენა ცნობილი მხატვრები და პოეტები ის იყო მომსწრე არა ერთი ინტელექტუალური დისკუსიებისა. კოტეს დედა – ნინო დვალი მუსიკის პედაგოგი იყო.

მისმა ბავშვობის წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მის საკუთარ და დამოუკიდებელ მიდგომასა და ცხოვრების წამყვანი პოზიციის მიღებაში.

კოტემ, როგორც თარჯიმანმა თარგმნა მსოფლიოს უამრავი ცნობილი პოეტის ნაწარმოებები.

პროფესიული და პირადი მიღწევების ქრონოლოგია:

სკოლის დამთავრების შემდეგ, კოტემ სწავლა თსუ-ში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა.

სწავლის პერიოდში — მეოთხე კურსზე მას, ჩხუბში, შემთხვევით შემოაკვდა ადამიანიდა, 9 წლის გატარება ციხეში მოუხდა.

მიმაგრებაში მყოფმა, დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1980-იანი წლების დასაწყისში იგი მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში სოფელ ჭერემში დედაქალაქიდან 200 კილომეტრში.

გამოქვეყნებული აქვს ათობით წიგნი. ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა დროს, იგი იყო გაზეთის მიმომხილველი, რადიო მონო შოუების ავტორი და მასპინძელი.

მისმა შემოქმედებითმა უნარებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წარმატებაში.

1989 წელს კოტემ გამოაქვეყნა წიგნი „რეაქტიული კლუბი”, ირაკლი ჩარკვიანთან (პოეტი და როკისა და ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ნათელი ქართველი ვარსკვლავი) ერთად. წიგნი იყო პირველი მიწისქვეშა პოეზიის კონცეფცია საქართველოში.

1994 წელს ცნობილი ქართველი მწერლების (ანა სამადაშვილის და ლაშა ბაქრაძის) დახმარებით, თარგმნა გერმანული პოპულარული ბალადები, ხოლო 1996 წელს ქართულად თარგმნა კურტ შვიტერს „ანა ბლუმი”. ეს ლექსი ითარგმნა 150-ზე მეტ ენაზე და გამოქვეყნდა შეზღუდული რაოდენობით წიგნში.

1995 - კოტემ თარგმნა და გამოსცა ინგლისური სონატების წიგნი.

კოტემ მონაწილეობა მიიღო რუსეთში 2000 წელს, „არტ გრუზის" ფესტივალში.

1996 წელი, ბერლინში - კოტემ კიდევ 5 ქართველ პოეტთან ერთად წარმოადგინა ქართული პოეზია.

1997 - კოტეს პოეზია დანიურად ითარგმნა, ხოლო მან დანიის საელჩოს მხარდაჭერით თარგმნა დანიური თანამედროვე პოეზია.

მან ასევე შექმნა სლოგანები საქართველოს საჯარო რეესტრისთვის (ევროკავშირის დაკვეთით), საქართველოს პროფკავშირების ორგანიზაციები და ა.შ.

1998 - კოტემ ორ ცნობილ ქართველ მხატვართან ერთად შექმნა პროექტი სახელწოდებით „ობოლი", გრაფიკული პოეზიის წიგნი, რომელიც თავისი ხასიათიდან პირველი იყო.

1999 - კოტემ, ქართველ ცნობილ მხატვრებთან და მთარგმნელთან ერთად, გამოსცა წიგნი - „ვერცხლის ხანის” რუსული პოეზია. ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა რუსეთში საქართველოს საელჩოში.

1999 - კოტე მონაწილეობდა და დაჯილდოვდა აიოვას „საერთაშორისო მწერლობის პროგრამაში", აშშ-ს USAID- ის სპონსორობით.

2002 - ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად მან თარგმნა რედიარდ კიპლინგის რჩეული პოეზია: „აღმოსავლეთი არის აღმოსავლეთი და დასავლეთი არის დასავლეთი“, „თუ“ და „ჯუნგლების კანონი“.

კანადის ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერისა და მხატვრის მხარდაჭერით, მან გამოაქვეყნა თავისი პოეზიის კრებული, სახელწოდებით „დარჩინორჩი”.

2002 წელს კოტემ, თბილისი საკრებულოს პროექტში მიიღო მონაწილეობა.ეს იყო უნიკალური და უპრეცენდენტო პროექტო, სახელწოდებით „ნაგვის პოეზია", ნაგვის ურნები თბილისის მთავარ ქუჩებში ილუსტრირებული იყო კოტეს ლოზუნგებით. ეს იყო საქართველოში პოეზიის პირველი ასეთი გამოფენა. რომლის მთავარი მიზანი იყო შეექმნა ადამიანებისთვის განცდა, ქუჩების სისუფთავის საჭიროების შესახებ.

2002 წელს, 3 თვის განმავლობაში, კოტე იყო ყოველდღიური რადიოპროგრამის ავტორი. ამ პროგრამებიდან დაიჯესტი ცოტა ხნის წინ გამოიცა CD– ზე და წიგნის სახით.

2001-2002 წლებში კოტე მუშაობდა კაფე / წიგნების მაღაზიაში, რომელიც გადაიქცა პოპულარულ ადგილად ქართველი მხატვრებისა და ახალგაზრდებისთვის.

2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ წინ კოტე ყოველთვის ხვდებოდა ქუჩაში მომიტინგეების დიდ რაოდენობას, რომლებიც აკრიტიკებდნენ უსამართლობას და კორუმპირებულ ხელისუფლებას. მან ბევრჯერ მიმართა ხალხას სიტყვით და წაიკითხა ლექსები, ამით მან გამოხატა თავის მხარდაჭერა მათთვის ვინც იბრძოდა დემოკრატიის და თავისუფლებისთვის საქართველოში. კოტესთვის საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის მისასალმებელია და ის ყოველთვის საღად მოაზროვნე ხალხის გვერდში დგას.

2003 წელს კოტემ დაიწყო ინტერაქტიული ვებ–გვერდის მართვა (www.kote.ge). ეს საიტი განიხილებოდა, როგორც ვიზუალური პოეზიის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. მისი ვიზუალური პოეზიის ვიდეოები ასევე შეგიძლიათ იხილოთ youtube.com, პოპულარული ვიზუალური მედიის ვებ–გვერდზე.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს (კულტურის ატაშეს) დახმარებით კოტემ თარგმნა და გამოსცა წიგნი - „შესავალი თანამედროვე ამერიკული პოეზიაში”, რომელიც შედგებოდა ქართულად ნათარგმნი 27 ამერიკული ლექსისგან.

დავით კვაჭაძემ, ახალგაზრდა ქართველმა კინორეჟისორმა, (დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო გამოცდილებით), გადაიღო ფილმი კოტეზე სახელწოდებით „ჯადოსნური თავი“. მოგვიანებით ფილმი DVD– ზე გაიყიდა.

2004 წელი - კოტეს მიენიჭა საპატიო სერთიფიკატი სიმღერის შექმნისთვის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჰიტად იქცა საქართველოში.

კოტემ დაწერა ჰიმნი თბილისში ამერიკული აკადემიისთვის.

2006-2008 წლებში ქონდა მაღაზია „მეიდ ინ მაიდან“ სადაც მსურველებს შეეძლოთ შეეძინათ მისივე სლოგანებით მორთული მაისურები. მაისურებს ბეჭდავს დღემდე

2007 წლის დეკემბერში პარიზში, საქართველოს საელჩოსთან „Meizon Georgia“-ში, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებმა შეასრულეს ღამის ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მის პოეზიას. ბევრი ცნობილი ფრანგი კრიტიკოსი იყო აუდიტორიის წევრებს შორის.

2005-2009 წლებში კოტეს მიყავდა გვერდი, გაზეთ 24 საათის საკვირაო გამოშვებაში, რომელსაც „სვეტური პოეზია“ ერქვა.

2014-2017 წლებში ქონდა სივრცე სასტუმრო თბილისი როომს ოტელში“, რომელიც გახსნისთანავე გადაიქცა ხელოვნების მოყვარულთა საყვარელ სივრცედ სხვადასხვა წლებში აქვს გამოცემული წიგნები „ძალა ერთობაშია“, „აბიძინენიე“, „უბიძინენიე“ და ბევრი სხვა.

სხვადასხვა წლებში მის მიერ შექმნილია სლოგანები საქართველოს ჯარისთვის, საპატრულო პოლიციისთვის, სხვადასხვა სამშენებლო და არასამთავრობო კომპანიებისთვის დღემდე აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, წერს ლექსებს, თარგმნის.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები