შარტავა ჟიული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „შარტავა ჟიული“ გადაიტანა გვერდზე „ჟიული შარტავა“) |
17:19, 15 თებერვალი 2018-ის ვერსია
შარტავა ჟიული კალისტრატეს ძე (დ. 7 მარტი, 1944, – გ. 27 სექტემბერი, 1993, სოხუმი), პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1993). ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1992).
სარჩევი |
განათლება
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (1966),
- ასპირანტურა (1973) და სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია.
პოლიტიკური მოღვაწეობა
მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1993 წელს დანიშნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ.
მკვლელობა
წამებით მოკლეს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, ქალაქის დაცემის დღეს.
ჯილდოები
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (გარდაცვალების შემდეგ), მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.
იხილე აგრეთვე
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017