ჩემპიონი (ატმის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩემპიონი

ჩემპიონი - (Champion). ამერიკული ატმის ჯიშია. ფართოდ გავრცელდა ყირიმში, სადაც ერთ–ერთ სამრეწველო ჯიშად იყო ცნობილი. საქართველოს რაიონებში შემოტანილია უკანასკნელ წლებში და ნაკლებად არის გავრცელებული. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში. ჩემპიონი ფასდება როგორც საუკეთესო გემოს სახრავი, უხვმოსავლიანი სუფრის ჯიში.

ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, მომრგვალო ვარჯით. ფოთოლი განიერ–ლანცეტისებრია, მუქი მწვანე ფერის.

ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, ბოლოვდება პატარა ნისკარტით, ღარი გარკვეულად ემჩნევა. ნაყოფი საშუალო სიმსხოსია (5,5X5,5 სმ).

ნაყოფის კანი მკვრივია, ბაცი მოყვითალო–თეთრი ფერის, მზის მხარეზე ნაზი ვარდისფერი შეფერვით, რომელიც ზოგჯერ ფარავს ნაყოფის ზედაპირს 1/3–მდე. ნაყოფის კანი შებუსვილია ხავერდისებრი ბუსუსით.

ნაყოფის ხორცი თეთრი ფერისაა, კურკასთან ოდნავ წითელი, საშუალო სიმკვრივის, გემოთი ტკბილი, ძლიერ სურნელოვანი.

კურკა საშუალო სიდიდისაა, სრულ სიმწიფეში ხორცი სცილდება კურკას (ნახევრად საპობი).



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები