ცინცაძე იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
1894 გაზეთ „ივერიამ“ დაბეჭდა მისი პირველი მოთხრობა „ილიკო ბედენიძე“. 1902 წლიდან [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ქუთაისის განყოფილების წევრი. 1911 წელს დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო გორის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი (1911). 1912-1913 წლებში მუშაობდა გაზეთის „ქართული“ რედაქტორ-გამომცემლად, 1915-1916 წლებში კი - გაზეთის „სამშობლო“.
 
1894 გაზეთ „ივერიამ“ დაბეჭდა მისი პირველი მოთხრობა „ილიკო ბედენიძე“. 1902 წლიდან [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ქუთაისის განყოფილების წევრი. 1911 წელს დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო გორის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი (1911). 1912-1913 წლებში მუშაობდა გაზეთის „ქართული“ რედაქტორ-გამომცემლად, 1915-1916 წლებში კი - გაზეთის „სამშობლო“.
  
[[საქართველო]]ს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში მისი არაერთი ფოტო დაიბეჭდა. ასევე, იდგმებოდა მისი პიესები. 12.I.1919 [[ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი|სახალხო სახლში]], ქართულ წარმოდგენათა წრის მიერ ია ეკალაძის 4-მოქმედებიანი დრამა „ნომერი 21 ჯვრით” დაიდგა. 14.X.1919 სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალში „[[თეატრი და ცხოვრება (ჟურნალი)|თეატრი და ცხოვრება]]“ იოსებ არიმათიელის წერილი „ია ეკალაძე“ დაიბეჭდა.
+
[[საქართველო]]ს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში მისი არაერთი ფოტო დაიბეჭდა. ასევე, იდგმებოდა მისი პიესები. 12.I.1919 [[ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი|სახალხო სახლში]], ქართულ წარმოდგენათა წრის მიერ ია ეკალაძის 4-მოქმედებიანი დრამა „ნომერი 21 ჯვრით” დაიდგა. 14.X.1919 სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის [[იუბილე]] აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალში „[[თეატრი და ცხოვრება (ჟურნალი)|თეატრი და ცხოვრება]]“ იოსებ არიმათიელის წერილი „ია ეკალაძე“ დაიბეჭდა.
  
 
1919 წელს იყო ჩოხატაურის ახლად დაარსებული გიმნაზიის დირექტორი, 1920-1923 წლებში - ლანჩხუთის ტექნიკუმის მასწავლებელი. 7.V.1920
 
1919 წელს იყო ჩოხატაურის ახლად დაარსებული გიმნაზიის დირექტორი, 1920-1923 წლებში - ლანჩხუთის ტექნიკუმის მასწავლებელი. 7.V.1920

მიმდინარე ცვლილება 17:37, 28 მაისი 2019 მდგომარეობით

ცინცაძე იაკობ (ეკალაძე ია)

ცინცაძე იაკობ - (ფსევდონიმები: ეკალაძე ია, თომაანთ კობა) (დ. - 23.III.1872 სოფ. ციმისი, თერგის ოლქი - გ. - 11.X.1933) - მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ვექილი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1894 გაზეთ „ივერიამ“ დაბეჭდა მისი პირველი მოთხრობა „ილიკო ბედენიძე“. 1902 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. 1911 წელს დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო გორის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი (1911). 1912-1913 წლებში მუშაობდა გაზეთის „ქართული“ რედაქტორ-გამომცემლად, 1915-1916 წლებში კი - გაზეთის „სამშობლო“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში მისი არაერთი ფოტო დაიბეჭდა. ასევე, იდგმებოდა მისი პიესები. 12.I.1919 სახალხო სახლში, ქართულ წარმოდგენათა წრის მიერ ია ეკალაძის 4-მოქმედებიანი დრამა „ნომერი 21 ჯვრით” დაიდგა. 14.X.1919 სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ იოსებ არიმათიელის წერილი „ია ეკალაძე“ დაიბეჭდა.

1919 წელს იყო ჩოხატაურის ახლად დაარსებული გიმნაზიის დირექტორი, 1920-1923 წლებში - ლანჩხუთის ტექნიკუმის მასწავლებელი. 7.V.1920 მწერალთა საბჭომ, საქართველოს დიდ ქალაქებში გამართა პირველი ტრადიციული „პოეზიის დღე“. ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ჩოხატაურში ია ეკალაძე ხელმძღვანელობდა.

1923-1924 წლებში მასწავლებლობდა რაჭაში, 1924-1925 წლებში - თელავში. სიცოცხლის ბოლომდე წერდა პიესებს, რომანებს და ლექსებს. ავტორია რომანების: „ნომერი 21 ჯვრით“, „ილია“; მოთხრობების: „დაუდეგარი“, „თეო“, „ჩემი ცოდვა გქონდეს!“ „კრებაზე“ და სხვ.

სალომე ჭანტურიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. არიმათიელი, ია ეკალაძე, ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1919, №10;
  • გაზეთი „ერთობა“, 1919, №7; გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №88.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები