ძრუხულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძრუხულა – პატარა მდინარეა იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტში. მდინარე სულორის მარჯვენა შენაკადი. ჩამოუდის სოფლებს: ზედა ბზვანს, ისრითს, რომანეთს, სულორს და ძულუხს. ადგილობრივ ამ მდინარეს წყალშავასაც უწოდებენ.

ძნელი არ არის იმის დადგენა, რომ ჰიდრონიმი ძრუხულა სპეციფიკური -ურა სუფიქსით არის გაფორმებული, მაგრამ ფუძეში (ძირში) სონორი -აეს არსებობის გამო -ურა ულა სუფიქსად ქცეულა. ისიც ცნობილია, რომ ჰიდრონიმული ფორმანტი –ურა ობიექტის კუთვნილებას გამოხატავს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძრუხ- ფუძე წარმოშობით ტოპონიმი (სოფლის სახელი) უნდა იყოს. საკითხის გარკვევაში დიდად გვიწყობს ხელს ღელის მეორე, ადგილობრივ ცნობილი, ძულხურა ფორმა, რომელსაც სპორადულად ძულუხურადაც გაიგონებთ. მაშასადამე თავდაპირველ ძულუხურას („სოფელ ძულუხის წყალი“, „ძულუხთან ჩამომდინარი ღელე“) ჯერ ძულხურა მოუცია, აქედან კი მეტათეზისი ძრუხულა მიგვიღია.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები