წმინდა გარდამოცემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
*''საეკლესიო ლექსიკონი''. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.
 
*''საეკლესიო ლექსიკონი''. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.
  
*''წმინდა გარდამოცემა და წმინდა წერილი'' დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი (თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ).
+
*''წმინდა გარდამოცემა და წმინდა წერილი.'' დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი (თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ).
  
  

15:48, 23 მაისი 2018-ის ვერსია

წმინდა გარდამოცემა - უფალ იესო ქრისტესა და წმ. მოციქულთა ზეპირი სწავლება, შემდეგში წერილობით გადმოცემული, აგრეთვე კრებათა დადგენილებანი და წმ. მამათა თხზულებანი. წმ. წერილთან ერთად წმ. გარდამოცემა ღმერთსა და მის მიერ დაარსებულ ეკლესიაზე ჭეშმარიტი ცოდნის პირველხარისხოვანი წყაროა.

„…მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით“ (1 კორ. 11:23), – ბრძანებს მოციქული პავლე.

გადმოცემის მთავარი წყარო თავად ღმერთია. უფალი იესო ქრისტე სამღვდელმთავრო ლოცვაში თავის მამას, ანუ მამა ღმერთს ასე მიმართავს:

„…შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად“ (იოან. 17:8[3]).

ტერტულიანე წერდა, სარწმუნოებრივი სწავლება „ეკლესიებმა მოციქულებისგან მიიღეს, მოციქულებმა იესო ქრისტესგან და იესო ქრისტეთი ღმერთისგან“...

ამრიგად, გადმოცემა თავისი შინაარსით მთლიანად ემთხვევა იმ ქადაგებას, რომელსაც მოციქულები ეწეოდნენ და, შესაბამისად, წარმოადგენს ღვთივგანცხადებულ სწავლებას, რომელიც იესო ქრისტეში სრულად არის გამოვლენილი.



წყარო

  • საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.
  • წმინდა გარდამოცემა და წმინდა წერილი. დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი (თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ).
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები