ჭუჭულაშვილი იზაბელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 15 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იზაბელა ჭუჭულაშვილი

იზაბელა ჭუჭულაშვილი − (დ. 2 აპრილი. 1942 წ. – გ. 11 აგვისტო, 1992 წ.). ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი


ბიოგრაფია

იზაბელა ჭუჭულაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს, 1965 წელს - თსუ ასპირანტურა გენეტიკის განხრით. 1964 წ. გაიარა სტაჟირება ლენინგრადის (სანკტ- პეტერბურგის) უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრაზე. 1966 წლიდან იყო თსუ გენეტიკის კათედრის ასისტენტი. 1971 წ. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოში გამოყოფილი ჰომოთალური საფუვრების გენეტიკური შესწავლა“. 1972 წ. მიენიჭა დოცენტის წოდება. 1990 წელს აირჩიეს გენეტიკის კათედრის პროფესორად, 1991 კი მიენიჭა პროფესორის წოდება. ი. ჭუჭულაშვილმა მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ზოგადი ბიოლოგიის, გენეტიკისა და ბიოევოლუციის სალექციო კურსებს ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე.

თსუ გენეტიკის კათედრაზე მან ჩამოაყალიბა საფუარის გენეტიკის ლაბორატორია და საფუძველი ჩაუყარა საქართველოში გავრცელებული ღვინის საფუარის ადგილობრივი ფორმების კერძო გენეტიკის საკითხების კვლევას. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 5 სადისერტაციო ნაშრომი; არის 4 სახელმძღვანელოს, 80-ზე მეტი სამეცნიერო, მეთოდური და პოპულარული ნაშრომის, ქართული ენციკლოპედიისათვის დაწერილი სტატიების ავტორი.


წყარო

  • თანამედროვე ბიოლოგიის აქტუალური საკითხები, თსუ, 2000, გვ. 232.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, სტ. გენეტიკა, თბ,. 1997.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები