ხაინდრავა ივლიანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივლიანე ხაინდრავა – დაიბადა 1951 წლის 8 აპრილს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი (1973).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა (1973-89);
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №2 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“.
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993-95).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
- 2014 წლის ივლისიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.