ხეჩუაშვილი გიგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიგო ხეჩუაშვილი

ხეჩუაშვილი გიგო – (1879 – 1960), ნამდვილი სახელი და გვარი – გრიგოლ აკოპიანი. დრამატურგი, მწერალი, პოეტი. დაიბადა სოფელ ახალქალაქში (გორის მაზრა). მის კალამს ეკუთვნის როგორც ლექსები, ისე დრამატული, ისტორიულ-ლეგენდარული პოემები: „პაატა“, „რუიზანი“, „საქართველოს გმირი“, „ოცი ძმა“ და მოთხრობები: „დურგლიაანთ ქორწილი“, „სიმონა ბუჯიაშვილი“, „მეკვლე“, „უკუღმართობა“, „შეიცვალნენ“, „სამჯერ ოცდაორში“,„ბერუას ნიკოლა“, „ცელქი რეზო“, „გოგიანთ კაკალი“ და სხვა. დრამატული ნაწარმოებები: „მუშა-მგოსანი“, „დარბეულნი“, „უმანკონი“, ეტიუდები, საბავშო მოთხრობები და სხვა მრავალი ლექსი. 1923 წელს მუშა-მგოსანს, მწერალსა და დრამატურგს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იუბილე გაუმართეს. ამ იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა მისი ნაწერები და საიუბილეო კრებული.


(ფრაგმენტი)
...„მლოცველნი ხატებს
თვალ-მარგალიტს თვალში უყრიან,
„სამოთხეს“ აძევს
ჯოჯოხეთის მაგარი კლიტე,
მოჩვენებებით
სიმართლეს ღრმა საფლავს უთხრიან,
ორი ათასჯერ დაუმარხავთ „იესო ქრისტე“!
ჰოი, მშრომელო, გაახილე მძინარე თვალი!
კმარა აქამდინ რაც მოსტყუვდი,
რამდენიც შერცხვი,
იწამე მხოლოდ სინამდვილე და მომავალი,
შრომის ბაირაღს დააშორე
„წითელი კვერცხი!“

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები