ჯავშანი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:მეომართა სამოსი]] | [[კატეგორია:მეომართა სამოსი]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო აღჭურვილობები]] | [[კატეგორია:სამხედრო აღჭურვილობები]] |
17:06, 12 აპრილი 2018-ის ვერსია
ჯავშანი - იარაღის ზემოქმედებისგან დამცავი საშუალება. წარმოადგენს მდგრად წინაღობას და დამზადებულია სპეციალური მასალისგან.
ყველაზე ფართო გავრცელება პოვა ფოლადისგან დამზადებულმა ჯავშანმა. ის საჭირო სიმაგრეს აღწევს ლეგიტიმირებული ელემენტების (ნიკელის, ქრომის, მარგანეცის, კაჟისა და მოლიბდენის) შერჩევით, გამოდნობის ტექნოლოგიით და თერმოდამუშავებით; მაღალი მდგრადობის შენადნობებიდან ალუმინის საფუძველზე მაგნიუმის, თითბრის, მარგანეცისა და ქრომის დამატებით, აგრეთვე ტიტანის შენადნობების საფუძველზე. საჯავშნე მასალებად იყენებენ პლასტმასებს, კერამიკას, კომპოზიციური მასალებს.
ჯავშანი შეიძლება იყოს გლინვით მიღებული და ჩამოსხმული, ტყვიაგაუმტარი (30 მმ-მდე სისქის) და ჭურვგაუმტარი, ჰომოგენური და ჰეტეროგენური, მონოლითური და მრავალშრიანი.
ჯავშანმა განსაკუთრებით ფართო გამოყენება პოვა საბრძოლო მანქანებში, საფორტიფიკაციო ნაგებობებზე, ხომალდებზე და სხვა.