ჯაურუყვეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:44, 12 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯაურუყვეთი

ჯაურუყვეთი – სოფელი საქართველოში, გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯურუყვეთი, ბაღლები, ეწერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 4 კმ., სოფელში გოგირდოვანი წყალია.

ტოპონიმი ჯურუყვეთი, ისევე როგორც ამ რეგიონის არაერთი სოფლის სახელი, გაფორმებულია -ეთ- სუფიქსით, რაც მის გვაროვნულ წარმოშობაზე მიგვანიშნებს. მაშასადამე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც ტოპონიმი ჯურუყვეთ-ი საყრდენ (ამოსავალ) ძირად ადამიანის გვარს ჯურუყქვა-ს იყენებს. ჯურუყქვა- კი ისეთივე გურული ანთროპონიმული წარმონაქმნია, როგორც ინგოროყვა, ღელეყვა, როყვა, ბობოყვა(თი) და მისთ. მართალია, მეცნიერებს შორის ნაწილობრივ არის გაზიარებული ვარაუდი - ყვა სიტყვის (სართის) ჩერქეზული (ადიღეური) ენიდან მომდინარეობის თაობაზე, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ ეს -ყვა||-ქუა||-ქვა ელემენტები ადგილობრივი (კოლხური) წარმომავლობის ენობრივ ფაქტად ვცნოთ. შესაძლოა შემდგომმა კვლევა-ძიებამ –ყვა სართის -ყ- სეგმენტი ძირისეულ მასალად მიგვაჩნევინოს, ხოლო -ვა ელემენტი – მეგრული გვარების საწარმოებელ სუფიქსად. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ის ფაქტი, რომ „ტბეთის სულთა მატიანეში“ ფიქსირებული ძველი ქართული სახელ-გვარების ერთი ნაწილი გაუფორმებელი ფუძის ბოლოს ყ თანხმოვანს იჩენს: მორთულაყი, შავჩიტყი, მურუყა, ჩუფავისაყი… საფიქრებელია, ეს ყ გადმოსცემდა ხმის შემართვას მომდევნო –Uuuu.JPGა||-ვა სუფიქსის წინ: მორთულა-ყ-, მურუ-ყ-, ჩუფაჴისა-ყ-… დროთა განმავლობაში ყ ბოლოკიდური თანხმოვანი -Uuuu.JPGა||-ვა სართის მეზობლობაში ჩავარდნილა. იგი მხოლოდ რამდენიმე მაგალითში შემოგვრჩენია.

მაშასადამე, ჯურუყვა (ჯურუყვ-ეთ-ი) უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ჯურუ-ყ-ვა (|დურუ-ჸ-ვა) და იგი ჯურუს შთამომავლის აღმნიშვნელ სახელად მივიჩნიოთ. ამრიგად, ჯურუყვეთი ნიშნავს: ჯურუს (დურუ?) მოგვარეთა სოფელი, „ჯურუყვების სოფელი“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები