სიტყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიტყვა – მნიშვნელობის მქონე ბგერათკომპლექსი რომელიც ენის ძირითადი ერთეულია, სხვანაირად – ბგერათშენაერთი, რასაც საგნობრივი მნიშვნელობა აქვს, ასეთია სიტყვის ყველაზე ზოგადი განსაზღვრა.

სიტყვა ენის საშენი მასალა, მეტყველების აგურია. უსიტყვოდ არ არის ენა, უენოდ – ადამიანი. სიტყვათა ერთობლიობა გრამატიკულ წყობასთან ერთად ენის საფუძველს, მისი სპეციფიკის არსს შეადგენს. სიტყვაში გამოიყოფა ორი მომენტი: გარეგანი – ბგერები და შინაგანი – ამ ბგერათშეერთებით გადმოცემული მნიშვნელობა. სხვანაირად, სიტყვას ორი მხარე აქვს: ბგერითი და მითითებითი. პირველს გამოთქმას ვუწოდებთ, მეორეს – შინაარსს. სიტყვა, როგორც ენის ძირითადი ერთეული, გამოთქმისა და შინაარსის მთლიანობას შეადგენს. გამოთქმა თავისთავად ყოველთვის ბგერით მოდელს გულისხმობს. სიტყვა აზრის სამოსელია, სინამდვილის ობიექტური, ენობრივი ასახვა. მნიშვნელობა სიტყვისა გულისხმობს იმ შინაარსს, რაც ერთნაირად ესმის მოლაპარაკესა და მსმენელს. სიტყვის მნიშვნელობას თან ახლავს სტილისტიკუტი, აფექტური, სატირული, ფიგურული, ფამილარული, გროტესკული, ირონიული ტონი და ელფერი. თითოეული მათგანის ცალკე გამოყოფა საშუალებას მოგვცემს ამოვიცნოთ სიტყვის აზრი, სწორად გავიგოთ მისი ნამდვილი მნიშვნელობა. ენა გამომსახველობის საშუალებათა მთელი სისტემაა. სიტყვების ენა იყო და არის ერთადერთი ენა, საშუალება კომუნიკაციისა, განვითარებისა და ბრძოლისა, რომელმაც ადამიანი ცივილიზაციამდის მიიყვანა და დიდი აღმავლობის გზაზე დააყენა. ენის სიტყვობრივი მარაგი შეადგენს მის ლექსიკას, რომელიც ყველაზე მოქნილი და „ცვალებადია, ფეხდაფეხ მისდევს ცხოვრებას, ასახავს საზოგადოების ეკონომიური და კულტურული განვითარების პროცესს. ლექსიკა ენისა განუწყვეტლივ ივსება ახალი მასალით, ხმარებიდან გამოდის მოძველებული ნაწილი, მის ადგილს იჭერს ახალი.

საზოგადოების ეკონომიური და კულტურული პროგრესი ქმნის ენის სიტყვობრივი მარაგის გამდიდრების მყარ ნიადაგს. ყოველ ენას, მათ შორის ქართულსაც, მოეპოვება ლექსიკის გამდიდრების საკუთარი საშუალებანი. ძირითადი სამუალება სამია: სიტყვათწარმოება დიალექტური მეტყველება და სესხება. ქართული ენა, რომელსაც უაღრესად მდიდარი და ნაირფეროვანი სიტყვობრივი მარაგი აქვს, ლექსიკის გამდიდრების ამ სამივე შესაძლებლობას იყენებდა დასაბამიდან მოყოლებული და იყენებს დღესაც.

ა. ღლონტი


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები