ჰიდროტექნიკური სხმული ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 18 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროტექნიკური სხმული ბეტონიბეტონი, რომლის ნარევი მზადდება ცემენტის, წყლისა და წვრილი ქვიშისაგან (სიმსხო ნაკლები 0,16 მმ-ზე), რომლის შემცველობა ნარევში 15%-ია. მათ ემატება წყალდამჭერი (ბეტონიტური თიხა) და მიკროშემვსები (კერამზიტის მტვერი, მიკროკაჟმიწა, წანატაცნაცარი და სხვ.). ასეთ ბეტონს მაღალი დენადობა აქვს და ჩაწყობისას არ საჭიროებს მექანიკურ ზემოქმედებას, ამიტომ მას მიზანმიმართულად იყენებენ თხელ-კედლიან, ჭარბად დაარმირებულ, რთული კონფიგურაციის კონსტრუქციაში, სადაც ბეტონის ჩაწყობა რთულია, აგრეთვე წყლის არხის მონოლითური მოპირკეთებისათვის, სარწყავი სისტემის ანაკრები კონსტრუქციის დამზადებისათვის და სხვ. ჰიდროტექნიკური სხმული ბეტონი ორგანული მინერალების დანამატით (სუპერ- და ჰიპერპლასტიფიკატორით), საშუალებას იძლევა შემცირდეს წყლის ხარჯი არანაკლებ 20%-ით, ამაღლდეს ბეტონის სიმტკიცე ორი მარკით ან შემცირდეს ცემენტის ხარჯი 15-35%-ით, მივიღოთ დუღაბი კონუსის განშლით 180-260 მმ და ბეტონი კონუსის ჯდომით 20-24 სმ და მეტი, შენარჩუნდეს წყალცემენტის ფარდობა, შემცირდეს შრომატევადობა ვიბრირების გამორიცხვით, გაიზარდოს ყინვამედეგობა 25-40%-ით, წყალ-უჟონადობა – 2-4 საფეხურით, ამაღლდეს ბეტონისა და რკინაბეტონის მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები