ჰიპერვენტილაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰიპერვენტილაცია''' - არის ხშირი და ზედაპირული სუნთქვა, რომელ...)
 
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, პაციენტს უნდა არტერიული სისხლის აირების ანალიზი (ABG) ჩაუტარდეს, თუმცა, ქრონიკული შემთხვევებისას ანალიზის რეზულტატები შეიძლება ნორმალური აღმოჩნდეს.
 
ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, პაციენტს უნდა არტერიული სისხლის აირების ანალიზი (ABG) ჩაუტარდეს, თუმცა, ქრონიკული შემთხვევებისას ანალიზის რეზულტატები შეიძლება ნორმალური აღმოჩნდეს.
  
{| class="wikitable"
+
::{| class="wikitable"
 
|-
 
|-
 
! ჰიპერვენტილაციით გამოწვეული სიმპტომები
 
! ჰიპერვენტილაციით გამოწვეული სიმპტომები

მიმდინარე ცვლილება 15:48, 16 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით

ჰიპერვენტილაცია - არის ხშირი და ზედაპირული სუნთქვა, რომელსაც სისხლში ნარხშირორჟანგის კონცენტრაციის დაქვეითება მოსდევს. ჰიპოკაპნიამ, თავის მხრივ, შეიძლება ცხრილში ჩამოთვლილი სიმპტომები გამოიწვიოს. ცხრილში მოყვანილი უკანასკნელი სიმპტომი - სუნთქვის უკმარისობისშეგრძნება - პარადოქსული ხასიათისაა, რადგან პიროვნება ამ დროს ზედმეტად ხშირად სუნთქავს. ეს სიმპტომი მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი შეგრძნება სუნთქვის გახშირებას იწვევს, რაც აუარესებს პაციენტის მდგომარეობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიპერვენტილაცია შეიძლება აუხსნელი ფიზიკური სიმპტომების მიზეზს წარმოადგენდეს. მისი დადგენა, ჩვეულებრივ, ხდება პაციენტის სუნთქვის პატერნზე დაკვირვებით იმ დროს, როდესაც პაციენტს ეს სიმპტომები აღენიშნება. ჰიპერვენტილაციაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, პაციენტს უნდა არტერიული სისხლის აირების ანალიზი (ABG) ჩაუტარდეს, თუმცა, ქრონიკული შემთხვევებისას ანალიზის რეზულტატები შეიძლება ნორმალური აღმოჩნდეს.

ჰიპერვენტილაციით გამოწვეული სიმპტომები
  • თავბრუსხვევა
  • ყურებში ხმაური
  • თავის ტკივილი
  • სისუსტის შეგრძნება
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • მგრძნობელობის დაკარგვა
  • სახის, ხელების და ფეხების არეში ჩხვლეტის შეგრძნება
  • კარპოპედალური სპაზმები (მტევნისა და ტერფის კუნთების შეკუმშვა)
  • პრეკორდიალური დისკომფორტი
  • სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები