The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



პავლე აზარაშვილი

დაბადების თარიღი:1906  (119 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     პავლე აზარაშვილი დაიბადა ქ. ახალციხეში, მუშის ოჯახში. ახალციხის საქალაქო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1919 - 1923 წლებში, მუშაობდა მუშად სხვადასხვა სამუშაოზე. 1924 წელს შევიდა სკკპ რიგებში. 

     მუშაობდა: საქართველოს კომკავშირში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. (1924 - 1929); ბორჯომის კპ რაიონული კომიტეტის მდივნად (1929 - 1931); საქართველოს ალკკ-ს ცკ პირველ მდივნად (1931 - 1932); ლაგოდეხის პარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად (1932 - 1936); დუშეთის პარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად (1936 - 1937); საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს "სამტრესტის" მმართველად (1937 - 1946); საკავშირო საგემოვნო მრეწველობის მინისტრის მოადგილედ (1946 - 1949); "გლავვინოს" ორგანიზაციის უფროსად (1949 - 1952); "სამტრესტის" მოსკოვის ღვინის ქარხნის დირექტორად პენსიაში გასვლამდის (1952 - 1967).

     1957 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის მარქსიზმ - ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტი.

     ბატონ პავლეს ჰქონდა გამოქვეყნებული 45 შრომა, მათ შორის 43 მევენახეობა - მეღვინეობაზე. მისი შრომები გამოცემულია 5 წიგნად: სსრკ-ში მევენახეობა - მეღვინეობის განვითარების საკითხებზე – ორ წიგნად; საქართველოს ყურძნის ღვინოები და კონიაკები – ორ წიგნად და ნახევრადტკბილი ღვინოების წარმოება სსრკ-ში – ერთ წიგნად.

     იგი იყო მევენახეობა - მეღვინეობის დარგის კვალიფიციური სპეციალისტი და ორგანიზატორი.

     საქართველოს სსრ 15 წლისთავთან დაკავშირებით სსრ კავშირის ცაკ-ის დადგენილებით ამხ. აზარაშვილი დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.

    მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 21 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით
    საქართველოს სსრ 15 წლისთავთან დაკავშირებით