Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
დავით ნაცვლიშვილი![]()
Biographyდავით ტარასის ძე ნაცვლიშვილი დაიბადა 1911 წელს სოფელ ბაშში. 1933 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ დიდი ჯიხაიშის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1938–1944 წლებში, იმუშავა "სამტრესტი"–ს ვარციხის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგედ, მთავარ მეღვინედ, დირექტორის მოადგილედ. დავით ნაცვლიშვილმა, თავის უფროს კოლეგასთან, ქარხნის მთავარ მეღვინე აქვსენტი შამუგიასთან ერთად, პირველად საქართველოში, დაიწყო პორტვეინის ტიპის ღვინო "დიმის" თერმული დამუშავება. 1944 წლიდან ბატონი დავითი გადაიყვანეს კარდენახის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ. 1948 წლიდან, მეცნიერული სამუშაობეის ჩასატარებლად, გადადის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობა–მეღვინეობის განყოფილების უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, შემდეგ თელავის ზონალური საცდელი სადგურის მეღვინეობის განყოფილების გამგედ. მან შექმნა თელავის საცდელი სადგური, დაიცვა დისერტაცია, ავტორია რამდენიმე შრომისა და მონოგრაფიისა. ამ მეტად რთული და საპატიო გზის გავლის შემდეგ, გადაჰყავთ "სამტრესტის" მთავარ მეღვინედ. ვარციხეში მისი მუშაობის დროს შეიქმნა სამარკო ღვინოები, რომელთა შორის აღსანიშნავია "ვარციხე", "სალხინო" და კონიაკი "ვარციხე". 1975 წლიდან ჩაიბარა "თბილღვინოს" უნიკალური ენოთეკა, გადაარჩინა, დაახარისხა იქ არსებული ნიმუშები და სრულყო მათი კატალოგები. დავით ნაცვლიშვილი გარდაიცვალა 1995 წელს. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 345 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |