| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ვლადიმერ გელაშვილი![]()
Biographyდაიბადა 1919 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში. დაამთავრა ბაკურციხის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი, 1946 წელს – სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1941–1943 წლებში იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საიდანაც დაინვალიდებული დაბრუნდა და მუშაობდა სოფ. ბაკურციხეში აგროტექნიკოსად, სიღნაღის პედაგოგიურ ტექნიკუმში, სამხედრო კომისარიატში. ვ. გელაშვილმა, 1944 წელს, დაიწყო მუშაობა ხირსის ღვინის ქარხანაში მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1950 წელს გადადის ნაფარეულის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხანაში უფროს მეღვინედ. 1955 წელს წინანდლის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინეა. 1962 წელს "სამტრესტი"–ს საწარმოო განყოფილების უფროსია. ვლადიმერ გელაშვილი 1969 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 147 გვ. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

