| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
გივი გუჯეჯიანი![]()
Biographyგივი გუჯეჯიანი დაიბადა 1933 წელს დაბა მესტიაში. 1951 წელს დაამთავრა მესტიის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1956 წელს წარჩინებით და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1958-1963 წლებში სწავლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ღვინის ტექნოლოგიის განხრით. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი. გ. გუჯეჯიანი, 1956 წლიდან 1997 წლამდე, მუშაობდა: ხირსის ღვინის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად; მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; წინანდლის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ; მანავის ღვინის კომბინატის დირექტორად; მარნეულის რაიონის აგროსამრეწველო - სავაჭრო ფირმა "თამარისი"–ს მთავარ მეღვინედ; თბილისის კონიაკის ქარხნის დირექტორად, დირექტორის მოადგილედ; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. გ. გუჯეჯიანი არჩეული იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის მსუბუქი და აგროსამრეწველო განყოფილების მრჩევლად. 1973 წელს სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა თურქეთში, იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე, 1980 წელს ქ. მიუნხენში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენაზე "იკოფა - 80". მას გამოქვეყნებული ჰქონდა 26 სამეცნიერო შრომა, რამდენიმე მონოგრაფია. იყო სამი გამოგონების ავტორი. მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა არაერთი ახალი მარკის ღვინო და კონიაკი. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. იყო შრომის ვეტერანი. ბატონი გივის ინიციატივით ჩამოყალიბდა დავით სარაჯიშვილის საზოგადოება, რომლის პრეზიდენტადაც ის იყო არჩეული. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები - საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები. გივი გუჯეჯიანი გარდაიცვალა 1997 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 191 გვ. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

