Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
მარლენ ფერაძე![]()
Biographyმარლენ ფერაძე დაიბადა 1939 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამტავრა 1961 წელს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1962 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა: ტიბაანის ღვინის ქარხანაში მეღვინე-ბრიგადირად; მეღვინედ; მთავარ მეღვინედ; ხირსის და ტიბაანის გაერთიანებული ღვინის ქარხნების დირექტორად; "სამტრესტში" საწარმოო განყოფილების უფროსად, მთავარ სპეციალისტად, მმართველად; კონიაკის კომბინატში მთავარ ინჟინრად; ახმეტის ღვინის ქარხნების გაერთიანების დირექტორად; ფირმა ენისელის მთავარ ინჟინრად. ბატონი მარლენი იყო სამეცნიერო შრომების და გამოგონებების ავტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს კანონის "ვაზისა და ღვინის შესახებ" თანაავტორი. "სამტრესტი"–ს მმართველად მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველო ოფიციალურად იქნა მიღებული ყურძნის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრად. მარლენ ფერაძე გარდაიცვალა 2006 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 62 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |